loader

გურამ დონაძე დააკავეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გურამ დონაძე დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ყოფილი უფროსი გურამ დონაძე დააკავეს, - ინფორმაციას ამის შესახებ "რუსთავი 2" ავრცელებს. გავრცელებული ცნობით, დონაძე საქართველოში გუშინ დაბრუნდა და საზღვრის გადმოკვეთისთანავე დააკავეს.
საზღვარი დონაძემ თურქეთიდან გადმოკვეთა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ყოფილი უფროსი ბრალდებულია სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში.
მას ამირან (ბუტა) რობაქიძის მკვლელობის ადგილას ჩადებული იარაღის ვიდეოკამერით გადაღების მითითებას ედავებიან. 

იხილეთ: გურამ დონაძე ბრალს არ აღიარებს, თუმცა, საქმის ფაქტობრივ გარემოებებს ეთანხმება

დარწმუნებული ვარ საკუთარ უდანაშაულობაში და ვეცდები, ეს დავამტკიცო - გურამ დონაძე