loader

გურამ დონაძემ გლდანის ციხე დატოვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გურამ დონაძემ გლდანის ციხე დატოვა

შსს-ს პრესსამსახურის ყოფილმა უფროსმა გურამ დონაძემ გლდანის საპყრობილე 25 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ უკვე დატოვა. გურამ დონაძეს ციხესთან ახლობლები დახვდნენ. ციხის დატოვების შემდეგ გურამ დონაძემ მადლობა გადაუხადა აჭარის პროკურატურასა და პოლიციის ხელმძღვანელობას იმასთან დაკავშირებით, რომ კანონის სრული დაცვით მოხდა მისი დაკავება, რასაც იგი არ ელოდა. დონაძემ აღნიშნა, რომ აპირებს ბრალდებას დეტალურად გაეცნოს და თავს დამნაშავედ არ ცნობს. ასევე, აპირებს ყველა კითხვაზე გასცეს პასუხი გამოძიებას.

დონაძემ აღნიშნა, რომ უცხოეთში იმყოფებოდა ჯანმრთელობის მდგომარეობისა და იმის გამო, რომ ეუფლებოდა უცხო ენას. მისი განცხადებით, აპირებს მოიძიოს მასალა, რომელიც ბუტა რობაქიძის მკვლელობის ღამეს შს სამინისტროს მიერ გავრცელდა.
ამასთან, დონაძის ადვოკატის კახა შონიას თქმით, ჯერ უცნობია, როდის დაკითხავენ დონაძეს.

ასევე, ადვოკატის ცნობით, დღეს გირაოს სანაცვლოდ შსს-ს ის მაღალჩინოსნებიც გათავისუფლდნენ, რომლებიც დონაძესთან ერთად ბუტა რობაქიძის საქმეში ფიგურირებენ.
ბუტა რობაქიძის საქმესთან დაკავშირებით ბრალდებულ პირებს თბილისის საქალაქო სასამართლომ გირაო შეუფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის გიორგი გოგინაშვილის გადაწყვეტილებით, გურამ დონაძეს აღკვეთის ღონისძიებად 25 000 ლარიანი გირაო შეეფარდა, ხოლო დანარჩენ ბრალდებულებს 15-15 000 ლარიანი გირაო.