loader

საპროტესტო აქცია ბობოყვათის საპრეზიდენტო რეზიდენციასთან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საპროტესტო აქცია ბობოყვათის საპრეზიდენტო რეზიდენციასთან

"გადადგეს ვადაგასული პრეზიდენტი", - ამ მოთხოვნით ქობულეთის მოსახლეობა ბობოყვათის რეზიდენციასთან შეიკრიბა. როგორც მოსახლეობა აცხადებს, პრეზიდენტს საპრეზიდენტო ვადა გაუვიდა და აღნიშნული რეზიდენციით სარგებლობის უფლება აღარ აქვს.

მათი თქმით, როცა გაიგებენ ბობოყვათის რეზიდენციაში სააკაშვილის სტუმრობის შესახებ, ყოველთვის შეიკრიბებიან და მისი გადადგომის მოთხოვნას გაახმოვანებენ.

რეზიდენციაში ესკორტის რამდენიმე მანქანა შევიდა, თუმცა, უცნობია საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იმყოფებოდა თუ არა რომელიმე მანქანაში. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.