loader

მურმან დუმბაძე, "ერთი ფუთი მარილი" და ნეპოტიზმი აჭარაში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მურმან დუმბაძე, "ერთი ფუთი მარილი" და ნეპოტიზმი აჭარაში

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი მურმან დუმბაძე აჭარის ტელეკომანია "TV 25"-ის ეთერში გადაცემა "დიალოგში" ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს და აჭარაში ნეპოტიზმის საკითხს გამოეხმაურა. მან დაადასტურა, რომ მართალია, მისი ნათესავები და ახლო მეგობრები აჭარაში საპასუხისმგებლო თანამდებობებზე ინიშნებიან, თუმცა აქვე შეეცადა, წამყვანი და მაყურებელი ამ პირების პროფესიონალიზმში დაერწმუნებინა.

გადაცემის ბოლოს ვიცე-სპიკერმა კიდევ ერთხელ დასძინა, რომ რეგიონში თანამდებობებზე დანიშვნის ერთ-ერთ მთავარ პირობას ახლო ნათესაური ან მეგობრული კავშირი წარმოადგენს და მისივე თქმით, თანამდებობაზე პირის წარდგენამდე მასთან "ერთი ფუთი მარილის ჭამა" აუცილებელია.

ასევე იხილეთ: "ვინც 5-იანს მარჯვენა ხელით შემოხაზავს გაუჩნდება სიმსივნე, მარცხენა ხელზე - ინფექცია"

იხილეთ "დიალოგი" "TV 25"-ის ეთერში