loader

თინა ხიდაშელი გიორგი ღვინიაშვილის დაკითხვას ითხოვს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თინა ხიდაშელი გიორგი ღვინიაშვილის დაკითხვას ითხოვს

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ხიდაშელმა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გადაცემა "პოზიციაში" უმცირესობის წევრის, გიორგი ღვინიაშვილის დაკითხვის აუცილებლობაზე ისაუბრა.

გიორგი ვაშაძესთან დებატების დროს თინა ხიდაშელმა განაცხადა, რომ თუ პროკურატურა არ დაიბარებს ღვინიაშვილს, უახლოეს მომავალში თავად მოითხოვს იუსტიციის მინისტრისა და მთავარი პროკურორის მისვლას პარლამენტში და იმის გარკვევას, აფარებდა თუ არა ღვინიაშვილი ხელს ბუტა რობაქიძის მკვლელებს.

თინა ხიდაშელმა მარიკა ვერულაშვილის მეუღლეზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ზურაბ ადეიშვილის პროკურატურამ ის დააპატიმრა.