loader

პრეზიდენტის ესკორტს ზუგდიდში უხამსი შეძახილებით და კვერცხებით დახვდნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პრეზიდენტის ესკორტს ზუგდიდში უხამსი შეძახილებით და კვერცხებით დახვდნენ

ზუგდიდის რაიონის სოფელ ნარაზენში მყოფ საქართველოს პრეზიდენტს "დაიცავი საქართველოს" ლიდერი კახა მიქაია და რამდენიმე აქტივისტი საპროტესტო აქციით დახვდნენ.

როგორც კახა მიქაიამ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, პოლიციის კორდონი გაკეთდა და პრეზიდენტის ესკორტთან ახლოს არ მიუშვეს. "სააკაშვილი ზუგდიდის საპრეზიდენტო რეზიდენციაშიც ვერ მივიდა, რადგან ჩვენ იქ კარავი გვაქვს დადგმული პიკეტირებისთვის", - აცხადებს კახა მიქაია.

ამასთან, "რუსთავი 2"-ის მიერ გავრცელებული კადრებით, "დაიცავი საქართველოს" ერთ-ერთმა აქტივისტმა პრეზიდენტის ესკორტის მიმართულებით კვერცხები ისროლა.

ასევე იხილეთ:

-მიხეილ სააკაშვილს ქუთაისში ხმაურიანი პროტესტით დახვდნენ

-მიხეილ სააკაშვილის ესკორტს ქუთაისში ხალხი დაედევნა