loader

H1N1 - როგორ ავიცილოთ თავიდან ვირუსის გართულება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

H1N1 - როგორ ავიცილოთ თავიდან ვირუსის გართულება

იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოში წელს H1N1 ვირუსის, ე.წ. ღორის გრიპის ლაბორატორიულად დადასტურებული 19 შემთხვევაა აღრიცხული. კლინიკის დირექტორის მოადგილის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, ამჟამად კლინიკაში 9 ბავშვი გადის მკურნალობას.

H1N1 ვირუსი სიმპტომებით ჩვეულებრივი გრიპისგან არ განსხვავდება და ის ინფიცირებულთან კონტაქტის შედეგად გადადის. ჩხაიძის განმარტებით, H1N1 ვირუსით ინფიცირებულ პაციენტებს ანტივირუსული პრეპარატით, "ტამიფლუთი" მკურნალობენ და კლინიკაში მისი მარაგი საკმარისია. მისი თქმით, თუ ადამიანს რამდენიმე დღის განმავლობაში მაღალი ცხელება (38 გრადუსი და ზემოთ) გაუგრძელდება, აუცილებელია, ექიმს მიმართოს.

როგორც ექიმები აცხადებენ, გრიპისგან თავის დასაცავად ყველაზე ეფექტური გზა ვაქცინაციაა. ვაქცინაციის გაკეთება ახლაც შეიძლება, თუმცა, უფრო მეტად გრიპის სეზონის დაწყებამდეა რეკომენდებული. ექიმები მოსახლეობას ურჩევენ, რაც შეიძლება ხშირად დაიბანონ ხელები და ინფიცირებულებთან ნაკლებად ჰქონდეთ კონტაქტი.