loader

ზურაბ აბაშიძე გრიგორი კარასინთან სოჭის ოლიმპიადის საკითხს განიხილავს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ზურაბ აბაშიძე გრიგორი კარასინთან სოჭის ოლიმპიადის საკითხს განიხილავს

რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელ გრიგორი კარასინთან შეხვედრაზე სოჭის ოლიმპიადის საკითხს განიხილავს.

როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ ტელეკომპანია "მაესტროს" გადაცემა "პოლიტმეტრში" სტუმრობისას განაცხადა, მეორე შეხვედრაზე უფრო დეტალურად სოჭის ოლიმპიადის საკითხი დადგება, რომელზეც რუსეთსა და საქართველოს შორის შეიძლება გარკვეული თანამშრომლობა დაიწყოს.

მისი განმარტებით, არის უსაფრთხოების, საკონსულო და სხვა საკითხები, რომლებიც ოლიმპიურ თამაშებში ქართული გუნდის მონაწილეობას უკავშირდება.

მაია ფანჯიკიძის თქმით, სოჭის ოლიმპიადამ შეიძლება ბევრი ისეთი თემა წამოჭრას, რომლებსაც შესაძლოა პოლიტიკური ელფერი დაჰკრავდეს.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, რამდენადაც მისთვის ცნობილია, ოლიმპიადაში ქართველების მონაწილეობის საკითხი გადაწყვეტილია.
ამასთან, საგარეო საქმეთა მინისტრმა დაადასტურა, რომ 1-ელ მარტს ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის შეხვედრა არა ჟენევაში, არამედ ევროპის სხვა ქალაქში გაიმართება.