loader

ელისო კილაძის ინფორმაციით, მთავარი პროკურატურა ერეკლე კოდუას სახლში იარაღის ჩადებას აპირებდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ელისო კილაძის ინფორმაციით, მთავარი პროკურატურა ერეკლე კოდუას სახლში იარაღის ჩადებას აპირებდა

არასამთავრობო ორგანიზაცია "ჩემი საქართველოს" თავმჯდომარე ელისო კილაძის ინფორმაციით, მთავარი პროკურატურა ერეკლე კოდუას სახლში იარაღის ჩადებას აპირებდა. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე კილაძემ განაცხადა, ამ მიზნით, მთავარი პროკურორის მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილის გადაწყვეტილებით, მომავალი კვირის ოთხშაბათს ან ხუთშაბათს ერეკლე კოდუას სახლში სპეცოპერაცია უნდა ჩატარებულიყო.

ამასთან, კილაძემ ციხის სკანდალის გამოძიების საქმეზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მთავარ პროკურატურას საქმე სრულყოფილად არ გამოუძიებია. მისივე თქმით, დღემდე არ არიან დაკავებული ის ადამიანები, რომლებიც ჩანან კარანტინის კადრებში, თუ როგორც სცემენ პატიმრებს და ჩანიშნულ სასამართლო პროცესებზე ისინი მხოლოდ მოწმის სახით არიან დაბარებულნი. 

მისივე ინფორმაციით, "ქართულ ოცნებას" და "მის მრჩეველ გია ხუხაშვილს" ყოფილი მაღალჩინოსნების შესახებ ინფორმაციებს აწვდის ზურაბ ადეიშვილის ყოფილი მოადგილე დავით ჩხატარაშვილი. კილაძის თქმით, ეს ადამიანი უშუალოდ იყო კუდ-ის გახმაურებული სპეცოპერაციების დამგეგმავი.