loader

როგორი რეაქცია ჰქონდა რიჩარდ ნორლანდს წულუკიანი-ვაშაძის შელაპარაკებაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორი რეაქცია ჰქონდა რიჩარდ ნორლანდს წულუკიანი-ვაშაძის შელაპარაკებაზე

სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" გამართულ არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშის პრეზენტაციაზე, იუსტიციის მინისტრსა და საპარლამენტო უმცირესობის წევრს შორის შელაპარაკება მოხდა. მწვავე რეპლიკები თეა წულუკიანმა და გიორგი ვაშაძემ მას შემდეგ გაცვალეს, რაც წულუკიანმა იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე სამოქალაქო რეესტრის თანამშრომლებისთვის "უკანონო დავალებების" მიცემაში დაადანაშაულა.

მწვავე საუბარი თითქმის ერთი წუთის განმავლობაში გრძელდებოდა. "მეცხრე არხის" გადაღებულ კადრებში ჩანს, როგორი რეაქცია აქვს მინისტრისა და პარლამენტარის შელაპარაკებაზე ამერიკის ელჩს რიჩარდ ნორლანდს: ელჩი თავდაპირველად უსმენს საუბარს, შემდეგ კი უკმაყოფილო სახით იხსნის ყურსასმენს, რომელშიც სავარაუდოდ ჩხუბის სინქრონული თარგმანი ესმოდა და მოლაპარაკებების მაგიდას ტოვებს.

იხილეთ: "უსინდისოდ ნუ იქცევით" - შელაპარაკება თეა წულუკიანსა და გიორგი ვაშაძეს შორის