loader

"ამ კადრების გავრცელებით, სინამდვილე გამოჩნდა" - გურამ დონაძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ამ კადრების გავრცელებით, სინამდვილე გამოჩნდა" - გურამ დონაძე

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ყოფილი უფროსი გურამ დონაძე მიიჩნევს, რომ დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს ყოფილი უფროსის, ირაკლი ფირცხალავას მიერ გავრცელებული ვიდეომასალის შედეგად საქმეს ფარდა აეხადა.

როგორც დონაძემ "პალიტრა ტვ"-სთან სატელეფონო საუბრისას განმარტა, მან აღნიშნული ვიდეომასალის არსებობის შესახებ არაფერი იცოდა.

მისივე თქმით, ადვოკატებთან შეხვედრის შემდეგ, სავარაუდოდ, დღის მეორე ნახევარში, განცხადებას გააკეთებს.


დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის სამმართველოს ყოფილმა უფროსმა, შსს-ს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ყოფილმა ხელმძღვანელმა ირაკლი ფირცხალავამ ბუტა რობაქიძის საქმეზე პროკურატურაში ვიდეომასალა მიიტანა.


იხილეთ: "რუსთავი 2" ბუტა რობაქიძის მკვლელობის შემზარავ კადრებს ავრცელებს (+18)