loader

"ლაპარაკი, მესიჯები... ასეთი წესია პარლამენტში?" - მაია ფანჯიკიძე უმცირესობასთან შეხვედრისას - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ლაპარაკი, მესიჯები... ასეთი წესია პარლამენტში?" - მაია ფანჯიკიძე უმცირესობასთან შეხვედრისას

საპარლამენტო უმცირესობის სხდომაზე მიწვეული საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე დაინტერესდა, შეეძლო თუ არა მასაც, დეპუტატების მსგავსად, საუბრის პარალელურად გამოეყენებინა მობილური ტელეფონი და გაეგზავნა "მესიჯები".

ერთგვარი რიტორიკული შეკითხვა ფანჯიკიძემ უმცირესობის ფრაქციის სხდომაზე მას შემდეგ დასვა, რაც ამ საქმით დაკავებული ოპოზიციონერი დეპუტატები შენიშნა.

მინისტრს უმცირესობის ლიდერმა და სხდომის წამყვანმა დავით ბაქრაძემ განუმარტა, რომ "პარლამენტში ზოგადად ასე ხდება ხოლმე" და "დეპუტატები უსმენენ იმას, რასაც საჭიროდ ჩათვლიან, რომ მოისმინონ".

"რა კარგია, რამდენ რამეს ვსწავლობ", - აღნიშნა ფანჯიკიძემ უმცირესობის სხდომაზე.