loader

ბიძინა ივანიშვილი ბიზნესის სფეროს 200-მდე წარმომადგენელს შეხვდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბიძინა ივანიშვილი ბიზნესის სფეროს 200-მდე წარმომადგენელს შეხვდა

სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ბიზნესმენებს შეხვდა. ორსაათიან შეხვედრას ბიზნესის სფეროს 200-მდე წარმომადგენელი დაესწრო. შეხვედრაზე მთავრობის ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.

პრემიერ-მინისტრმა ბიზნესმენებთან შეხვედრაზე ბიზნესომბუდსმენად გიორგი გახარია წარადგინა. ივანიშვილის განცხადებით, მას ბიზნესენა კარგად ესმის.

შეხვედრის შემდეგ კომენტარები გააკეთეს ბიზნესმენებმაც. ბანკ "რესპუბლიკის" სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელის, ლაშა პაპაშვილის თქმით, ბიზნესში ამჟამად თავისუფლებაა, რაც კაპიტალის მოსაზიდად აუცილებელია.

"ბატონმა პრემიერმაც აღნიშნა თავად, რომ უფრო დაწყნარებული და დაღვინებული სახეები გაქვთო. მთავარი, რაც სჭირდებოდა ბიზნესს საბოლოო განვითარებისთვის, იყო თავისუფლება. არ იყო თავისუფლება და იყო შიში. ამჟამად კი თავისუფლება არის და ბიზნესში შიში აღარ არსებობს, რაც კაპიტალის მოსაზიდად ყველაზე მნიშვნელოვანია. შიშის გამო ამ ქვეყნიდან წავიდა კაპიტალი", - განაცხადა პაპაშვილმა.