loader

იარაღი ნაწილ-ნაწილ, ბუტა რობაქიძის მკვლელობის შემდეგ ჩაგვიდეს - ბუტა რობაქიძის მეგობარი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

იარაღი ნაწილ-ნაწილ, ბუტა რობაქიძის მკვლელობის შემდეგ ჩაგვიდეს - ბუტა რობაქიძის მეგობარი

ბუტა რობაქიძის მეგობარი ირაკლი მიქაბერიძე გამოეხმაურა დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის ყოფილი უფროსის, ირაკლი ფირცხალავას მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ბუტა რობაქიძე მანქანაში შემთხვევით მოხვდა.

მისივე თქმით, ავტომანქანა, რომლის შესახებაც ითქვა, რომ თითქოს პოლიციისთვის ძებნაზე გადაცემული იყო, კახაბერ აზარიაშვილის საკუთრება იყო და მთელი დღისა და საღამოს განმავლობაში მანქანა ქალაქში მოძრაობდა.

"არაერთ ეკიპაჟს ჩავუარეთ და არ გავუჩერებივართ. არავითარი ჩხუბის ინციდენტი არ ყოფილა არც დილით და არც საღამოს", - აღნიშნა მიქაბერიძემ. მისივე თქმით, იარაღის ჩადება ნაწილ-ნაწილ, ბუტა რობაქიძის მკვლელობის შემდეგ მოხდა.

დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის სამმართველოს ყოფილმა უფროსმა ირაკლი ფირცხალავამ ბუტა რობაქიძის საქმეზე პროკურატურაში ვიდეომასალა მიიტანა. როგორც ირაკლი ფირცხალავა აცხადებს, მის მიერ ჩატარებული გამოძიების დროს მან დაადგინა, რომ ამ მანქანაში მჯდომი ადამიანებიდან არც ერთი არ იყო ბუტა რობაქიძის მეგობარი, მხოლოდ ერთი იყო ნაცნობი.