loader

"ვიდეოპატრულის" ყოფილი ჟურნალისტის თქმით, პირველად გადაღებულ მასალაში იარაღი არ უნახავს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ვიდეოპატრულის" ყოფილი ჟურნალისტის თქმით, პირველად გადაღებულ მასალაში იარაღი არ უნახავს

"ვიდეოპატრულის" ყოფილი ჟურნალისტის გოჩა მუკბანიანისთვის უცნობია ბუტა რობაქიძის საქმესთან დაკავშირებით დღეს გავრცელებული ვიდეომასალის ნაწილი, სადაც იარაღები ფიქსირდება.

როგორც მუკბანიანმა "პალიტრა ტვ"-ს განუცხადა, ამ საქმეზე გადაღებულ პირველ მასალაში არანაირი ცეცხლსასროლი იარაღი არ ფიქსირდება. მუკბანიანის თქმით, მისთვის უცნობია, თუ რა ბედი ეწია პირველ ვიდეომასალას.

"ამ კასეტის შესახებ მე შემიძლია ის ვთქვა, რაც მე ვნახე მანამდე, ვიდრე მანქანაში ჩავჯდებოდი. მე არ მომცემია საშუალება, რომ ეს მასალა გულდასმით გამეშიფრა. რომ ჩავსხედით მანქანაში, კამერა გამოართვეს ოპერატორს გურამ დონაძემ და მიქაძემ, დაათვალიერეს თავად კამერაშივე კადრები. ამ კადრებში ისმოდა გასროლის ხმა, მაგრამ იქ არანაირი იარაღი არ ყოფილა გადაღებული. შემდგომ დონაძემ გამოართვა ოპერატორს კასეტა, გადავიდნენ ის და მიქაძე მანქანიდან და დონაძემ უთხრა მას, რომ დაუძახებდა, როდესაც საჭირო იქნებოდა. 20-30 წუთის შემდეგ, დაუძახეს ვაწაძეს და მან დაიწყო იმ კადრების გადაღება, რომელშიც იარაღებიც იყო", - განაცხადა მუკბანიანმა.




იხილეთ ასევე:

- "რუსთავი 2" ბუტა რობაქიძის მკვლელობის შემზარავ კადრებს ავრცელებს (+18)

- "არ აქვთ არაფერი" - რობაქიძის საქმის კადრები, რომელიც გადაცემა "პატრულში" გავიდა

- ცხრა წელია მკვლელი ვარ, ჩადექით ჩემს მდგომარეობაში და ითმინეთ - გურამ დონაძე