loader

"გეყოფათ მკვლელების დაცვა" - საპროტესტო აქცია "რუსთავი 2"-თან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"გეყოფათ მკვლელების დაცვა" - საპროტესტო აქცია "რუსთავი 2"-თან

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები დღეს, 12:00 საათიან "კურიერში" იმ ვიდეომასალის გაშვებას აპროტესტებდნენ, რომელიც ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეს ეხება.

აქციაში ბუტა რობაქიძის მშობლები, ახლობლები, პოლიტიკური ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელები მონაწილეობდნენ. ისინი "რუსთავი 2"-ს ყოფილი მაღალჩინოსნების მიერ ჩადენილი დანაშაულის დაფარვაში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ გასული 9 წლის განმავლობაში "რუსთავი 2" ხელს უწყობდა დანაშაულის დაფარვას და ცდილობდა მაღალჩინოსნების გამართლებას.

მათივე შეფასებით, ასე გრძელდება დღესაც და ტელეკომპანია კვლავ რჩება "ნაციონალური მოძრაობის" მიერ კონტროლირებად არხად.

აქციის განმავლობაში ტელეკომპანიის შენობასთან მობილიზებული იყვნენ პოლიციის თანამშრომლები. საპროტესტო აქციამ ინციდენტების გარეშე ჩაიარა.