loader

სპეცოპერაციისას აყვანილების დაკავების ბრძანება ოქრუაშვილმა და ადეიშვილმა გასცეს - სოსო რობაქიძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სპეცოპერაციისას აყვანილების დაკავების ბრძანება ოქრუაშვილმა და ადეიშვილმა გასცეს - სოსო რობაქიძე

სპეცოპერაციის შედეგად აყვანილი სხვა ახალგაზრდების დაკავების ბრძანება უშუალოდ ირაკლი ოქრუაშვილმა და ზურაბ ადეიშვილმა გასცეს , - ამის შესახებ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში, გადაცემა "პოზიციაში" ამირან (ბუტა) რობაქიძის მამამ, სოსო რობაქიძემ განაცხადა.

მისი თქმით, დღეს კიდევ ერთი მასალა მოიპოვა. კერძოდ, დიდუბე-ჩუღურეთის განყოფილებაში გამომძიებელმა ნინო შარაძემ ბუტა რობაქიძესთან ერთად მანქანაში მყოფი ახალგაზრდები იმავე დღესვე გაათვისუფლა იმის გამო, რომ ანაბეჭდები ვერ ნახეს. 

მისივე თქმით, იმედი აქვს, ამ საქმის გამოძიება მოხდება, რადგან, "დღეს ის ხალხია მთავრობაში მოსული, რომელიც სიმართლეს გაარკვევს". რობაქიძის განცხადებით, დიდი იმედი აქვს მთავარი პროკურორის, არჩილ კბილაშვილის. მანვე მადლობა გადაუხადა თინა ხიდაშელს და დავით უსუფაშვილს იმისთვის, რომ "თავგადადებით იბრძვიან ამ საქმესთან დაკავშირებით".