loader

შსს-მ გურიაში მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შსს-მ გურიაში მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა

გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოსა და ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, ამირან პეშკოვის მკვლელობაში ბრალდებული, 1963 წელს დაბადებული ავთანდილ თ. მკვლელობიდან ათ წუთში, ცხელ კვალზე დააკავეს.

დაკავებულმა 2013 წლის 19 თებერვალს ოზურგეთში, მეგრელიძის ქუჩაზე, საკუთარი საცხოვრებელი სახლის მახლობლად ურთიერთშელაპარაკებისას "ბერეტას" ტიპის პისტოლეტით ამირან პეშკოვი მუცლის არეში სასიკვდილოდ დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ურთიერთშელაპარაკება მკვლელსა და მოკლულს შორის ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა.

შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი და ერთი მასრა. დამნაშავე ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.