loader

საკონსტიტუციო ცვლილებებზე საბოლოო შეთანხმება ვერ შედგა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საკონსტიტუციო ცვლილებებზე საბოლოო შეთანხმება ვერ შედგა

საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მმართველ გუნდსა და "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" შორის მოლაპარაკებებში შედეგი ვერ იქნა მიღწეული, - ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, რამდენიმე დღის ინტენსიური მუშაობის შემდეგ ოპოზიციასთან მიღწეულ იქნა შეთანხმება კონსტიტუციური ცვლილებების ყველა საკითხზე, მაგრამ ამ შეთანხმების რეალიზაციაზე "ნაციონალურმა მოძრაობამ" უარი განაცხადა ბოლო მომენტში წამოჭრილ სხვა თემაზე - საჯარო მოხელეთა ამნისტიის ფორმასა და შინაარსზე შეთანხმების ვერმიღწევის გამო.

"მიუხედავად ამისა, მინდა მადლობა გადავუხადო საპარლამენტო უმცირესობის იმ წარმომადგენლებს, რომლებიც მონაწილეობდნენ მოლაპარაკებების პროცესში. მათ სათანადო კეთილსინდისიერება და პროფესიონალიზმი გამოავლინეს, მაგრამ სამწუხაროდ, შედეგი ვერ იქნა მიღწეული", - განაცხადა უსუფაშვილმა.