loader

სიტყვა "ამნისტია" ყოფილი მთავრობის აპარატისთვის შეურაცხმყოფელია - მიხეილ სააკაშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სიტყვა "ამნისტია" ყოფილი მთავრობის აპარატისთვის შეურაცხმყოფელია - მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მმართველ გუნდსა და "ნაციონალურ მოძრაობას" შორის საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებების უშედეგოდ დასრულებას ეხმაურება და აცხადებს, რომ მიზეზი მისი გუნდის მიერ პოლიტიკური ამნისტიის მოთხოვნა არ ყოფილა.

როგორც სააკაშვილმა ავლაბრის რეზიდენციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სიტყვა "ამნისტია" მისი გუნდისთვის შეურაცხმყოფელია.

მისივე განმარტებით, ხალხი, რომლის დევნასაც მოქმედი ხელისუფლება აპირებს, ქართული სახელმწიფოს შექმნისთვის მადლობას იმსახურებს.

გარდა ამისა, ქვეყნის პირველი პირის შეფასებით, ხელისუფლების იდეა, რომ დანაშაულში შემჩნეულ ყოფილი თანამდებობის პირებს 5 წლით საჯარო უწყებებში დასაქმება აეკრძალოთ, "ოპოზიციის კლასის განადგურების მცდელობას" ნიშნავს.

მიხეილ სააკაშვილმა ისიც აღნიშნა, რომ ქვეყანაში სტაბილურობის შექმნა სურს და მის ინტერესებში მოქმედი მთავრობის მუშაობის შეფერხება არ შედის.