loader

"ვიღაცამ გადაწყვიტა, დასაჯოს თბილისელები" - უგულავა შეჩერებული მშენებლობის საკითხზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ვიღაცამ გადაწყვიტა, დასაჯოს თბილისელები" - უგულავა შეჩერებული მშენებლობის საკითხზე

თბილისის მერი საქართველოს მთავრობას მარშალ გელოვანის ქუჩისა და სამტრედიის ქუჩის დამაკავშირებელი ე.წ. დაკიდული ხიდის მშენებლობაზე კონსულტაციებს სთავაზობს, - ამის შესახებ გიგი უგულავამ განაცხადა.

მისი თქმით, ამ ხიდის მშენებლობას აზიის განვითარების ბანკი აფინანსებდა, რომელიც საჭირო პროცედურების ჩატარებაზეც თანახმა იყო. ქალაქში საცობების შექმნის მოტივით ხიდის აშენებაზე მთავრობის უარი თბილისის მერს სასაცილოდ ეჩვენება. მისი თქმით, "ვეფხისა და მოყმის" ძეგლის მიმდებარე ტერიტორია მძიმე სატრანსპორტო კვანძია და იქ სამანქანო ხიდის აგება აუცილებელია.

მერის განმარტებით, აღნიშნულ სამანქანო ხიდზე ვაშლიჯვრიდან მომავალი ტრასის დაერთებაც შესაძლებელი იქნება, რაც გაგარინის მონაკვეთსა და ჟვანიას მოედანს განტვირთავს. თბილისის მერის შეფასებით, ხიდის მშენებლობაზე უარის თქმის ჯანსაღი არგუმენტი არ არსებობს.

მუნიციპალური განვითარების ფონდმა 18 თებერვალს გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც, თბილისში, მარშალ გელოვანის ქუჩისა და სამტრედიის ქუჩის დამაკავშირებელი ე.წ. დაკიდული ხიდი (პროექტი საერთო ბიუჯეტით - 80 მლნ ლარი) აღარ აიგება. პროექტის შეჩერების მიზეზად ფონდი მის მიზანშეუწონლობას ასახელებს.