loader

ბიძინა გუჯაბიძე პლენარულ სხდომაზე ჩოხით მივიდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბიძინა გუჯაბიძე პლენარულ სხდომაზე ჩოხით მივიდა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბიძინა გუჯაბიძე პლენარულ სხდომაზე ჩოხით მივიდა. სწორედ ეროვნულ სამოსში გამოწყობილი წარუდგენს ის კოლეგებს საკანონმდებლო ინიციატივას, რომლის თანახმადაც, დეპუტატთა ჩაცმულობა, საპროტოკოლო-საქმიანთან ერთად, ეროვნულიც უნდა იყოს. პარლამენტის რეგლამენტში შესატანი ცვლილებების ეს პროექტი დღეს პირველი მოსმენით გადის.

ცნობისთვის, პარლამენტის სხდომათა დარბაზში მყოფ პირთა ჩაცმულობას რეგლამენტი განსაზღვრავს, რომელიც ადგენს, რომ ეს საპროტოკოლო-საქმიანი უნდა იყოს. დეპუტატი გუჯაბიძის საკანონმდებლო ინიციატივით კი, რეგლამენტი იმასაც დაადგენს, რომ პარლამენტის სხდომათა დარბაზში ყოფნა არა მხოლოდ საპროტოკოლო-საქმიანი ჩაცმულობით, არამედ ეროვნული ტანსაცმლითაც იქნება ნებადართული.

უნდა აღინიშნოს, რომ იმის მიუხედავად, რომ პარლამენტში ჩოხით მისვლას რეგლამენტი ჯერ არ ითვალისწინებს, "კონსერვატორები" პირველ ან საზეიმო სხდომებზე ყოველთვის ეროვნულ ტანსაცმელში გამოწყობილნი მიდიან.