loader

დამასკოში აფეთქებამ 53 ადამიანი იმსხვერპლა, რომელთა უმეტესობა სკოლის მოსწავლეა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დამასკოში აფეთქებამ 53 ადამიანი იმსხვერპლა, რომელთა უმეტესობა სკოლის მოსწავლეა

სირიის დედაქალაქ დამასკოში ასაფეთქებელი ნივთიერებით სავსე ავტომობილის დეტონაციის შედეგად 53 ადამიანი დაიღუპა და 200-მდე დაშავდა. აფეთქება მმართველი პარტიის ოფისთან ახლოს მოხდა. სამთავრობო მედია საშუალებები იუწყებიან, რომ აფეთქება ბაშარ ალ ასადის წინააღმდეგ მებრძოლი ტერორისტების მიერ იყო ორგანიზებული. მსხვერპლთა დიდი ნაწილი სამოქალაქო პირები და, სავარაუდოდ, ახლომდებარე სკოლის მოსწავლეები არიან.

სირიის ოპოზიცია აცხადებს, რომ მზად არის დაიწყოს მოლაპარაკება სამთავრობო ძალებთან. თუმცა, ბაშარ ალ ასადი მოლაპარაკებებში მონაწილეობის მიღებას გამორიცხავს. ამ დღეებში პრეზიდენტს გადადგომისკენ ლიბანში მყოფმა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმაც მოუწოდა:
"მთელი რეგიონის სტაბილურობას საფრთხე ერთი ადამიანის ძალაუფლებაში დარჩენის სურვილის გამო არ უნდა ემუქრებოდეს", - განაცხადა მან.

euronews.net