loader

აჟიოტაჟი ინდოელების მირ შესყიდულ მიწებთან დაკავშირებით - აქვთ თუ არა უცხოელებს მათი ფლობის უფლება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

აჟიოტაჟი ინდოელების მირ შესყიდულ მიწებთან დაკავშირებით - აქვთ თუ არა უცხოელებს მათი ფლობის უფლება

Youtube-ზე გავრცელებულ ამ ვიდეორგოლში ინდოეთის მოქალაქე ქართულ მიწებზე საუბრობს. ის თანამოქალაქეებს მიწის უპირატესობებზე ესაუბრება და მის შეძენას სთავაზობს.

ამ ვიდეო რგოლმა, ინდოელმა ფერმერებმა და მათ მიერ გაყიდულმა მიწებმა როგორც ადგილობრივი მედია საშუალებები, ასევე უცხოური მედიაც აალაპარაკა. არაბული ტელეარხის “ალ ჯაზირას” ვებგვერდზე ვრცელი სტატია გამოქვეყნდა იმის თაობაზე, თუ როგორ იჭრებიან ინდოელები ქართულ მიწებზე. კომპანია კი,  რომელიც ამ ბიზნესითაა დაკავებული, crown immigration-ია. მისი სათავო ოფისი ინდოეთშია თუმცა, წარმომადგენლობა აქ 2010 წლიდან აქვთ.

როგორც crown immigration-ში განმარტავენ, კომპანია შუამავლის როლს ეწევა უცხოელ ინვესტორებსა და ადგილობრივ ფიზიკურ პირებს შორის და მათ ინტერესებში მიწების შესყიდვა არ შედის.

მიწების გაყიდვასთან დაკავშირებით გამოწვეულ ხმაურს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროც გამოეხმაურა.
აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ ინდური crown immigration-ის საქმიანობა საქართველოს კანონმდებლობით არ იზღუდება, რადგან სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფლობის უფლება უცხოელებსაც აქვთ.