loader

ბიძინა ივანიშვილი საზოგადოებას მოუწოდებს, 19 აპრილის აქციას იუმორით მიუდგნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბიძინა ივანიშვილი საზოგადოებას მოუწოდებს, 19 აპრილის აქციას იუმორით მიუდგნენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი საზოგადოებას მოუწოდებს, 19 აპრილის აქციას იუმორით მიუდგნენ.
როგორც ივანიშვილმა ჟურნალისტებს დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა, ქართველ ხალხს იუმორის კარგი გრძნ ობა აქვს, შესაბამისად, მათ რაც შეიძლება მეტი იუმორი უნდა გამოიყენონ 19 აპრილის აქციასთან დაკავშირებით, რადგან ეს საკითხი სერიოზულ ანალიზს არ ექვემდებარება. 

ჟურნალისტების კითხვას, რას შეიძლება ემსახურებოდეს "ნაციონალური მოძრაობის" მიერ 19 აპრილს დაგეგმილი აქცია, ივანიშვილმა უპასუხა, რომ ეს მხოლოდ საზოგადოების გამხიარულებას და მოსახლეობისთვის ღიმილის მოგვრას შეიძლება ემსახურებოდეს.