loader

მანანა მანჯგალაძე არჩილ კბილაშვილის განცხადებას ბინძურ ტყუილს უწოდებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მანანა მანჯგალაძე არჩილ კბილაშვილის განცხადებას ბინძურ ტყუილს უწოდებს

საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერი მანანა მანჯგალაძე მთავარი პროკურორის არჩილ კბილაშვილის განცხადებას ბინძურ ტყუილს უწოდებს. როგორც მანჯგალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, გუშინ საქართველოს მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა ერთ-ერთი სატელევიზიო არხის ეთერში განცხადა, რომ თითქოს პრეზიდენტი ტელეკომპანია "იმედის" იმჟამინდელ ერთ-ერთ მფლობელს ჯოზეფ ქეის თავისი კუთვნილი წილის დათმობის შესახებ ტელეფონით ესაუბრა.