loader

ირაკლი ალასანიამ ავღანეთში დაჭრილი ჯარისკაცი მოინახულა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ირაკლი ალასანიამ ავღანეთში დაჭრილი ჯარისკაცი მოინახულა

თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ და გენერალმა ვახტანგ კაპანაძემ გერმანიაში, ჰაიდელბერგის ამერიკულ ჰოსპიტალში, ავღანეთში დაჭრილი ჯარისკაცი რამაზ დავითაია მოინახულეს.

სამინისტროს ინფორმაციით, კაპრალი დავითაია სამშვიდობო მისიაში სპეციალური ოპერაციის შესრულების დროს სნაიპერის ტყვიით დაიჭრა. გერმანელი ექიმების შეფასებით, ქართველი სამხედროს მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მისი მკურნალობის კურსი ინტენსიურად მიმდინარეობს. თავდაცვის სამინისტროს და გერმანელი ექიმების ერთობლივი გადაწყვეტილებით, ქართველი კაპრალი მკურნალობას გერმანიის ერთ-ერთ საუკეთესო კერძო კლინიკაში გააგრძელებს, რათა მისი სრულყოფილად რეაბილიტაცია მოხდეს.

როგორც თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, ჰაიდელბერგის ამერიკულ კლინიკაში დავითაიას ყველა პირობა აქვს შექმნილი ფიზიკური და ფსიქოლოგიური რეაბილიტაციისთვის. კაპრალთან გერმანიაში მუდმივად იმყოფებიან მისი ნათესავები და ოჯახის წევრები. დავითაიას ყოველდღიური კავშირი აქვს საქართველოში ოჯახთან.

მეორე ბრიგადის ოცდამესამე ბატალიონის კაპრალი, რამაზ დავითაია 5 თვის წინ ავღანეთის საერთაშორისო მისიაში მონაწილეობისას დაიჭრა.