loader

პროკურატურა გიგი უგულავასთვის უფლებამოსილების შეჩერებასაც ითხოვს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პროკურატურა გიგი უგულავასთვის უფლებამოსილების შეჩერებასაც ითხოვს

პროკურატურამ სასამართლოს თბილისის მერის, გიგი უგულავასთვის უფლებამოსილების შეჩერების თხოვნითაც მიმართა. როგორც მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა "რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა, ეს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით რეგულირდება.

მისი განმარტებით, მაშინ, როდესაც პირის მიმართ წარდგენილი ბრალდება ითვალისწინებს თანამდებობაზე ყოფნისას ამ თანამდებობის ბოროტად გამოყენებას, რაც ამ შემთხვევაში თანხების გაფლანგვასა და მითვისებაში გამოიხატა, ძალიან ლოგიკურია, რომ გამოძიების მიმდინარეობის დროს პირს შეუჩერდეს იმ უფლებამოსილების განხორციელება, რომლის ფარგლებშიც მან სავარაუდო ქმედება ჩაიდიანა.
კბილაშვილის თქმით, პროკურატურის ეს მოთხოვნა ამ საფუძველს ემყარება და უფლებამოსილების შეჩერების კუთხით მერის არჩევითობასთან დაკავშირებით რაიმე შეზღუდვა არ არის.

მისივე თქმით, პროკურატურამ მოითხოვა ასევე, რომ მან არ დატოვოს ქვეყნის ტერიტორია, რადგან არსებობს რისკი და ალბათობა იმისა, რომ შესაძლებელია მან თავისუფლებით ისარგებლოს და გამოძიებას დაემალოს.

იხილეთ:

პროკურატურა გიგი უგულავასთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით მილიონ ლარს ითხოვს