loader

თუ უგულავას შეეძლება ჩადოს, ჩაიდონ შუშის ხიდი გირაოში - მიხეილ სააკაშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თუ უგულავას შეეძლება ჩადოს, ჩაიდონ შუშის ხიდი გირაოში - მიხეილ სააკაშვილი

მილიონიანი გირაო იმ ხალხის უცნაური ფანტაზიის ნაყოფია, რომელმაც ვერაფრით ვერ დაიჯერა, რომ ჩვენ მთავრობაში მილიონებს არავინ აკეთებდა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა. 

მისი თქმით, გიგი უგულავას წაუყენეს ის თანხა, რომელიც ფიზიკურად არ შეიძლება ჰქონდეს.

"ჩვენს მთავრობაში მილიონებს არავინ აკეთებდა, ვერ გააკეთებდა, არ გააკეთებდა, არ გავაკეთებინებდით და ეს არ იყო ჩვენი მოწოდება. ვერ დაიჯერა ამ ხალხმა, რომ შეიძლება მართლა გულწრფელად გინდოდეს შენი ქვეყნის აშენება და პირადი ჯიბის გასქელება შეიძლება არ იყოს შენი მოტივაცია", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, ახლა ის ხალხი მოვიდა, ვისაც ჰგონია, რომ საჯარო სამსახურში ფულს თუ არ აკეთებ, ხარ იდიოტი და სწორედ ამ ფსიქოლოგიის ხალხია მოსული საჯარო სამსახურში.