loader

ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით ბათუმში ღონისძიება გაიმართა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით ბათუმში ღონისძიება გაიმართა

ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე, რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ გმირთა სკვერში "ნაციონალური მოძრაობის" წევრები შეიკრიბნენ. როგორც პარტიის ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გიორგი კირთაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, ყველა პოლიტიკურმა პარტიამ უნდა დააფიქსიროს პოზიცია - "არა ოკუპაციას!"

ღონისძიებას "ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები შეუერთდნენ. სტუდენტებმა ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს. როგორც თომა ხალვაშმა აღნიშნა, ახალგაზრდები გმობენ ოკუპაციას და მათთვის ოკუპაცია ყველაზე მტკივნეული საკითხია.