loader

"არა ოკუპაციას" და "აღმშენებლობის" ქვები - აქცია რუსთაველის გამზირზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"არა ოკუპაციას" და "აღმშენებლობის" ქვები - აქცია რუსთაველის გამზირზე

პარლამენტის ყოფილ შენობასთან აქცია - "არა ოკუპაციას" გაიმართა. აქცია სოციალური ქსელების მეშვეობით დაიგეგმა. რუსთაველის გამზირზე შეკრებილ აქციის მონაწილეებს ჰქონდათ საბჭოთა და დღევანდელი ოკუპაციის საწინააღმდეგო პლაკატები. ასევე, პარლამენტთან, სპეციალურ სტენდებზე მოეწყო ფოტოგამოფენა, რომელიც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დღევანდელ რეალობას ასახავდა.

აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობასთან, რუსთაველის გამზირზე, აღმშენებლობის ნიშნად, სიმბოლურად დატოვეს ქვები წარწერით - "საქართველო თავისუფალი ქვეყანაა".

ამასთან, აქციაში ჩართვა დღის განმავლობაში ნებისმიერ მსურველს შეეძლება და მათაც საშუალება ექნებათ, რომ სიმბოლურად თითო ქვა მიიტანონ რუსთაველის გამზირზე და ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, პარლამენტის ყოფილ შენობასთან დატოვონ.