loader

ბუტა რობაქიძის საქმეში ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენების მიცემის ბრალდებით ორი მოწმე დააკავეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბუტა რობაქიძის საქმეში ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენების მიცემის ბრალდებით ორი მოწმე დააკავეს

მთავარმა პროკურატურამ ბუტა რობაქიძის საქმეში ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენების მიცემის ბრალდებით ორი მოწმე დააკავა. როგორც მთავარ პროკურატურაში აცხადებენ, სისხლის სამართლის კოდექსის 371-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით დაკავებულები არიან ყოფილი პოლიციელები: მაიზერ ლიპარტელიანი და ლევან ლობჟანიძე.

პროკურატურის ინფორმაციით, ლიპარტელიანმა 4-ჯერ მისცა ჩვენება, სადაც ამბობდა, რომ შემთხვევის ადგილზე იარაღი არ უნახავს, თუმცა, ირაკლი ფარცხალავას მიერ ბუტა რობაქიძის საქმეზე ვიდეომასალის გავრცელების შემდეგ ჩვენება შეცვალა და განაცხადა, რომ ადგილზე სხვადასხვა სახის იარაღი ნახა.
ასევე, პროკურატურის ცნობით, ლევან ლობჟანიძემ რამდენჯერმა მისცა ჩვენება და ყველა ჩვენება ურთიერთსაწინააღმდეგო იყო.

ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს.