loader

ხანძრის შედეგად დაზარალებულებს გიგი უგულავა დახმარებას დაპირდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ხანძრის შედეგად დაზარალებულებს გიგი უგულავა დახმარებას დაპირდა

სავაჭრო ცენტრ "საბაში" ხანძრის შედეგად 5000 კვადრატულ მეტრის ფართობზე განთავსებული ავეჯის მაღაზიები დაიწვა. ზარალი დიდია, თუმცა მისი დათვლა ჯერ არ მომხდარა.

ხანძარი გვიან საღამოს გაჩნდა. მისი გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით დაუდგენელია.

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა, გარდა ერთი მეხანძრისა, რომელსაც სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს.

ცეცხლის ჩაქრობას საგანგებო სიტუაციების სამსახურის ყველა რაიონის რამდენიმე სახანძრო ცდილობდა.

საბაში ხანძრის შედეგები დედაქალაქის მერმა გიგი უგულავამ დაათვალიერა. იგი დაზარალებულებს გაესაუბრა და დახმარებას დაპირდა.

იხილეთ:

სავაჭრო ცენტრ "საბაში" ხანძრის ჩაქრობას ცდილობენ

ხანძარი სავაჭრო ცენტრ "საბაში"