loader

რა შეკითხვას არ უპასუხა პრეზიდენტმა და რატომ დატოვა პრესკონფერენცია? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა შეკითხვას არ უპასუხა პრეზიდენტმა და რატომ დატოვა პრესკონფერენცია?

26 თებერვალს საქართველოს პრეზიდენტმა ავლაბრის რეზიდენციაში ჟურნალისტები მიიღო და მათ შეკითხვებს უპასუხა. პრესკონფერენციას საქართველოში მოქმედი თითქმის ყველა მსხვილი ტელემაუწყებლის წარმომადგენელი ესწრებოდა. ჟურნალისტებთან შეხვედრას "რუსთავი 2", "იმედი", "მეცხრე არხი", "მაესტრო" პირდაპირი ეთერით გადასცემდა, თუმცა პრესკონფერენციის მხოლოდ პირველი 40 წუთი გავიდა პირდაპირ ეთერში.

"პოლიტმეტრში" კი გავიდა კადრები, სადაც პრესკონფერენციის ის ნაწილია ასახული, რომელიც ტელევიზიით არ გადაცემულა. "მაესტროს" ჟურნალისტის შეკითხვას, ითანამშრომლებს თუ არა გამოძიებასთან "იმედის" საქმეზე, მიხეილ სააკაშვილმა სამარცხვინო უწოდა და პრესკონფერენცია დატოვა. პრეზიდენტისთვის შეკითხვის დასმას "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ჟურნალისტიც აპირებდა, თუმცა არ დასცალდა.


იხილეთ: "მესამე ნომერი რატომ გაქვთ?!" - მიხეილ სააკაშვილმა "მაესტროს" ლოგო ვერ იცნო