loader

სასამართლო კრიმინალს წახალისებას უკეთებს - ირაკლი ღარიბაშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სასამართლო კრიმინალს წახალისებას უკეთებს - ირაკლი ღარიბაშვილი

სასამართლოსგან გვაქვს გაუგონარი სირთულეები, - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა "საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის" სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა. ღარიბაშვილმა დედაქალაქის მერის, გიგი უგულავას საქმე გაიხსენა და აღნიშნა, რომ მერთან დაკავშირებული ეპიზოდები მტკიცებულებებით გამყარებული იყო.

მისივე თქმით, პასუხისგებაში მიცემა ძალიან ბევრ ადამიანს მოუწევს: "ისეთ ფაქტებს მივაგენით, რაღაც გაუგონარი გარემოებები გამოიკვეთა, ძალიან ბევრ ადამიანს მოუწევს პასუხისგებაში მიცემა და ის ადამიანები თუ სასამართლომ გაუშვა, შემდეგ უკვე არ ვიცი. ყაჩაღობაზე დავიჭირეთ პიროვნება ნიღბით, ავტომატით, სასამართლომ გაუშვა 5 000-ლარიანი გირაოთი. ეს კატასტროფაა. ისინი წახალისებას უკეთებენ კრიმინალს. როდესაც ყაჩაღს უშვებ სასამართლო დარბაზიდან 5 ათასი ლარის ოდენობით, ეს არის პირდაპირი კრიმინალის წახალისება. ეს არ არის სამართალი, ეს არ არის სასამართლო, მაგრამ ჩვენ ამას მალე გამოვასწორებთ", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.