loader

სარეცხ მანქანაში დამალული "სუბუტექსი" - შსს-მ ნარკორეალიზატორი დააკავა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სარეცხ მანქანაში დამალული "სუბუტექსი" - შსს-მ ნარკორეალიზატორი დააკავა

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ნარკოდანაშაულისთვის, წარსულში ნასამართლევი, 1970 წელს დაბადებული ალექსანდრე ბ. დააკავეს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, სარეალიზაციოდ გამზადებული 23 აბი "სუბუტექსი" ამოიღეს. გამოძიების ინფორმაციით, ნარკოტიკული საშუალება მან ბელგიიდან ფარულად შემოიტანა. როგორც გაირკვა, დაკავებული თითო აბს 500 ლარად ყიდდა.

გამოძიება საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღება) მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.