loader

საქართველოს და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა მეუღლეებთან ერთად ღამის ბაქოში გაისეირნეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საქართველოს და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა მეუღლეებთან ერთად ღამის ბაქოში გაისეირნეს

საქართველოს პრეზიდენტი აზერბაიჯანში 2-დღიანი ვიზიტით იმყოფება. 27 თებერვალს ბაქოში გამართული ოფიციალური შეხვედრების დასრულების შემდეგ, დღის ბოლოს "განჯლიკის" სასახლეში აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევისა და პირველი ლედის, მეჰრიბან ალიევას სახელით, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და სანდრა რულოვსის პატივსაცემად, ოფიციალური მიღება გაიმართა.

მიღების შემდეგ ილჰამ ალიევმა და მეჰრიბან ალიევამ სტუმრები სასტუმრომდე მიაცილეს. აზერბაიჯანის პრეზიდენტი თავად მართავდა ავტომანქანას, მოგვიანებით კი, მისივე ინიციატივით, მათ ქალაქში ახალი ინფრასტრუქტურული პროექტებიც ერთად დაათვალიერეს.