loader

შვილმა მამა გამვლელების თვალწინ განსაკუთრებული სისასტიკით მოკლა (+18) - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შვილმა მამა გამვლელების თვალწინ განსაკუთრებული სისასტიკით მოკლა (+18)

თურქეთში ქუჩის სათვალთვალო კამერამ სასტიკი მკვლელობა დააფიქსირა. 20 წლის აჰმედმა მამა, 47 წლის სალი აკოუნი მოკლა.

მამა-შვილი კაფეში იჯდა და საუბრობდა, თუმცა მოულოდნელად მათი საუბარი კამათში გადაიზარდა. სალი აკოუნმა გადაწყვიტა, კამათისთვის თავი აერიდებინა და შვილს გაეცალა. აჰმედი მას უკან გაჰყვა და ზურგში დანა რამდენჯერმე ჩაარტყა, თუმცა ეს არ იკმარა და დავარდნილ მამაკაცს წიხლებით შესდგა. პოლიციის ცნობით, აჰმედი უკვე დაკავებულია და ის ციხეშია.

როგორც გაირკვა, აჰმედი მამამ პატარაობისას მიატოვა და ახალგაზრდა დედამ გაზარდა.