loader

დონაძის განცხადებით, რობაქიძის საქმის კადრებში ხმა - "არ აქვთ არაფერი", დამონტაჟებულია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დონაძის განცხადებით, რობაქიძის საქმის კადრებში ხმა - "არ აქვთ არაფერი", დამონტაჟებულია

გურამ დონაძე ჟურნალისტ ვახტანგ კომახიძეს კადრების დამონტაჟებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ვიდეომასალის ორიგინალში ხმა "არ აქვთ არაფერი" არ ისმის. დონაძე მოითხოვს, რომ კომახიძემ გაავრცელოს კადრები, საიდანაც ეს "შუმი" ამოიღო. ამის შესახებ განცხადება შსს პრესსამსახურის ყოფილმა უფროსმა პრესკონფერენციაზე გააკეთა და ჟურნალისტებს ვიდეომასალა წარუდგინა, რომელიც, მისი თქმით, ორიგინალია და სწორედ ამ კადრებზეა გადადებული ინტერშუმი "არ აქვთ არაფერი".

გურამ დონაძე გეგმავს, ორშაბათს ინგლისის საელჩოს მიმართოს და მოითხოვოს, ბუტა რობაქიძესთან დაკავშირებით გავრცელებული ვიდეომასალას "სკოტლანდ იარდის" მეშვეობით ჩაუტარდეს ექსპერტიზა.

დონაძე ასევე აცხადებს, რომ დაახლოებით ერთ კვირაში კიდევ ერთი სავარაუდო მტკიცებულების წარმოდგენას გეგმავს, რომელიც გავრცელებულ ვიდეომასალაში აღმოაჩინა. საკუთარი უდანაშაულობის დამტკიცებას კი სტრასბურგში აპირებს.


ასევე იხილეთ:

- "არ აქვთ არაფერი" - რობაქიძის საქმის კადრები, რომელიც გადაცემა "პატრულში" გავიდა

- "მადლობა პატრულს!" - სტუდია "რეპორტიორის" ფილმი ბუტა რობაქიძის საქმეზე

- არის თუ არა დამონტაჟებული ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმის ვიდეომასალა?