loader

85 ფოტო რამაზ ჩხიკვაძის ცხოვრებიდან - მსახიობის 85 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

85 ფოტო რამაზ ჩხიკვაძის ცხოვრებიდან - მსახიობის 85 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა

ეროვნული არქივის საგამოფენო დარბაზში მსახიობ რამაზ ჩხიკვაძის 85 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა "რამაზ ჩხიკვაძე - 85 ფოტო ალბომისთვის" გაიხსნა.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილია რამაზ ჩხიკვაძის თეატრალური და კინოროლების, რეპეტიციებისა და შეხვედრების ამსახველი ფოტოები, ასევე კინოკადრები - ნაწყვეტები სპექტაკლებიდან რამაზ ჩხიკვაძის მონაწილეობით. 

ეროვნული არქივის კინო-ფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალურ არქივში რამაზ ჩხიკვაძის რამდენიმე ასეული ფოტო ინახება. მათი ერთი ნაწილი მხატვრული ფილმების გადასაღებ მოედანს ასახავს. გარდა ამისა, არქივი ინახავს თეატრალური სპექტაკლების, რეპეტიციების, სხვადასხვა ღონისძიების ფოტოებს. გამოფენაზე დაცული ფოტოების ნაწილი დაცულია "საქინფორმის" კოლექციაში. გამოფენა ეროვნულ არქივში ორ კვირას გაგრძელდება.