loader

"ეტნა" კვლავ მძვინვარებს - კრატერიდან ფერფლი ათასობით მეტრზე იფრქვევა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ეტნა" კვლავ მძვინვარებს - კრატერიდან ფერფლი ათასობით მეტრზე იფრქვევა

ევროპის ყველაზე აქტიური ვულკანი კვლავ მძვინვარებს. თითქმის ორი კვირაა, "ეტნა" ძალიან გააქტიურდა და ათასობით მეტრზე აფრქვევს ფერფლს.

როგორც BBC იუწყება, სიცილიაზე მდებარე მთა ეტნაზე ფერფლის ამოფრქვევა ახალი კრატერიდან ხდება, რომელიც ზღვის დონიდან თითქმის 3 ათას მეტრზე მდებარეობს. ამოფრქვევას ჯერჯერობით ახლომდებარე აეროპორტებში ფრენების განხორციელებისთვის ხელი არ შეუშლია.

"ეტნა" ევროპის ყველაზე მაღალი და აქტიური ვულკანია და მისი ოთხი კრატერიდან რეგულარულად იფრქვევა გაზი, ლავა და ფერფლი.