loader

16 წლის სპორტსმენი ციგით დაშვებისას სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

16 წლის სპორტსმენი ციგით დაშვებისას სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა

16 წლის ჩელიაბინსკელი სპორტსმენი ციგით დაშვების დროს სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა. კადრებში, რომელიც სათვალთვალო კამერამ გადაიღო, ჩანს, როგორ იღებს სტარტს გლებ სკაშკოვი და იწყებს ყინულის ტრასაზე დაშვებას. თავიდან თითქოს ყველაფერი კარგად მიდის, მაგრამ მოულოდნელად სპორტსმენი კონტროლს კარგავს და ციგაზე გამობმული 100 კმ/სთ სიჩქარით ტრასაზე მიჰქრის.

სპორტსმენი სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში. ახალგაზრდას ტვინის შერყევა დაუდგინდა. ორგანიზატორებს მიაჩნიათ, რომ 16 წლის სკაშკოვი მწვრთნელის დაუდევრობის გამო დაზარალდა.