loader

კახეთში თანასოფლელის მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კახეთში თანასოფლელის მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ყვარლის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1978 წელს დაბადებული ალექსი პ. დააკავეს.

დაკავებულმა ყვარლის რაიონის სოფელ გავაზში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, თანასოფლელი, 1977 წელს დაბადებული რამაზ კაციაშვილი ცეცხლსასროლი იარაღიდან ერთი გასროლით გულმკერდის არეში დაჭრა. დაჭრილი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ალექსი პ. მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. დაკავებულის პირადი ჩხრეკისას დანაშაულის იარაღი - ერთლულიანი სანადირო თოფი ამოიღეს. ალექსი პ. ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. ჩადენილი დანაშაული 8-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.