loader

"საბაში" გაჩენილი ხანძრით დაზარალებულები ხელისუფლებას კომპენსაციას სთხოვენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"საბაში" გაჩენილი ხანძრით დაზარალებულები ხელისუფლებას კომპენსაციას სთხოვენ

სავაჭრო სახლ "საბაში" გაჩენილი ხანძრით დაზარალებული მოვაჭრეები ხელისუფლებისგან ზარალის კომპენსაციას ითხოვენ. 26 თებერვალს გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებული 30-მდე მოვაჭრე მთავრობის კანცელარიასთან შეიკრიბა და მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვდა. მათი ნაწილი კანცელარიაში შეუშვეს, თუმცა არ იცოდნენ, კონკრეტულად რომელ თანამდებობის პირთან ექნებოდათ შეხვედრა.

როგორც "პალიტრა ტვ"-ს ერთ-ერთმა დაზარალებულმა, ქეთევან ბახტაძემ განუცხადა, "საბაში" ორ მაღაზიას ფლობდა და მისი ზარალი 50 ათას ლარს შეადგენს. სულ ხანძრის შედეგად 250-მდე მეწარმე დაზარალდა.