loader

აჭარის მთავრობამ ოთხთვიანი საქმიანობის ანგარიში წარადგინა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

აჭარის მთავრობამ ოთხთვიანი საქმიანობის ანგარიში წარადგინა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ ოთხთვიანი საქმიანობის ანგარიში წარადგინა. ბათუმის ხელოვნებისა და მუსიკის ცენტრში გამართულ ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე უძღვებოდა. შეხვედრას ესწრებოდნენ აჭარის მთავრობის მინისტრთა კაბინეტის წევრები, არასამთავრობო ორგანიზაციები, უმაღლესი საბჭოს წევრები, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები და სტუდენტები.

არჩილ ხაბაძემ სოფლის მეურნეობის პრიორიტეტზე გაამახვილა ყურადღება და ციტრუსის ჩაბარების საკითხზე ისაუბრა. მისი თქმით, მთავრობა პირველივე დღიდან გამჭვირვალედ და გახსნილად მუშაობს მოსახლეობის პრობლემების გადასაწყვეტად. 
შეხვედრა ორსაათნახევრის განმავლობაში კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. ღონისძიებას "ნაციონალური მოძრაობის" წევრები არ ესწრებოდნენ.