loader

H1N1 ვირუსით ქუთაისში ფეხმძიმე ქალი გარდაიცვალა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

H1N1 ვირუსით ქუთაისში ფეხმძიმე ქალი გარდაიცვალა

H1N1 ვირუსით ქუთაისში ფეხმძიმე ქალი გარდაიცვალა. ექიმების ინფორმაციით, პაციენტი ჯერ ზესტაფონის სამედიცინო ცენტრში, შემდეგ კი, გართულებული მდგომარეობით, ქუთაისში გადაიყვანეს. 37 წლის ორსულმა მედიკოსებს ერთი კვირის შემდეგ მიმართა. მას ფილტვების ორმხრივი პლევმონია აღენიშნებოდა. პაციენტის გადარჩენა გართულებული მდგომარეობის გამო ვეღარ მოხერხდა.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ლაბორატორიულად დადასტურებული 258 შემთხვევაა დარეგისტრირებული. მათგან 18 შემთხვევა სიკვდილით დასრულდა.

გარდაცვლილთა შორის ყველაზე მეტი - 30-დან 64 წლამდე ასაკის პირები არიან. ამ ასაკობრივ ჯგუფზე გარდაცვალების 13 შემთხვევა მოდის. ამასთან, გარდაცვლილთა შორის ორი ოთხ წლამდე ასაკის ბავშვია, ერთი კი 5-დან 14 წლამდე ასაკის.