loader

"საუბარი იყო - ჩემი შენ გითხარი" - ბიძინა ივანიშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"საუბარი იყო - ჩემი შენ გითხარი" - ბიძინა ივანიშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას "შეხვედრას შეხვედრისთვის" უწოდებს. 

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილმა სამი საკითხი დააყენა - მედიის გათავისუფლება ზეწოლისგან, სასამართლოს გათავისუფლება ზეწოლისგან და მესამე, უნდა შეწყდეს მასობრივი ძალადობა ხალხზე. მისივე თქმით, მან შეახსენა სააკაშვილს, რომ უნდა გააცნობიერონ, რომ საქართველოს მოქალაქეები არიან და არ უნდა აკეთონ განცხადებები მხოლოდ ამერიკისთვის და ევროპისთვის.

"მე ვთხოვე და მოვუწოდე, რომ მათ ისაუბრონ ისე, რომ გასაგები და მისაღები იყოს საქართველოს მოქალაქეებისთვის და ნუ რჩებიან ვირტუალურ სამყაროში. მან მიპასუხა, რომ ეს ჩემი აზრია და მას განსხვავებულად მიაჩნია. საუბარი იყო - ჩემი შენ გითხარი, რასაც მოვუწოდებდი სააკაშვილს, იგივეს მომიწოდებდა მეც, რომ რეალობაში მოვიდე და რეალობაში დავრჩე", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

ასევე იხილეთ: ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ყოველთვის საინტერესოა - მიხეილ სააკაშვილი