loader

60 წელი ბელადის გარდაცვალებიდან და ქართველი "სტალინელები" "ევრონიუსის" ობიექტივში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

60 წელი ბელადის გარდაცვალებიდან და ქართველი "სტალინელები" "ევრონიუსის" ობიექტივში

საბჭოთა კავშირის ლიდერის, იოსებ სტალინის გარდაცვალების სამოც წლისთავზე წითელ მოედანზე ასობით ადამიანი შეიკრიბა. მემორიალთან გამართულ ცერემონიას რუსეთის კომუნისტური პარტიის ლიდერი გენადი ზიუგანოვი უძღვებოდა. საბჭოთა ლიდერი დღემდე პოპულარულ ფიგურად რჩება და ბევრის მიერ გმირადაა მიჩნეული. თუმცა საზოგადოების ნაწილს მიაჩნია, რომ სტალინი მილიონობით ადამიანის სიკვდილზეა პასუხისმგებელი და მისი გმირად შერაცხვა არასწორია.

ბელადის მშობლიურ ქალაქ გორშიც აღნიშნეს სტალინის გარდაცვალების 60 წლისთავი. "სტალინელების" ადგილობრივი ორგანიზაციის ლიდერი ალექსანდრე ლურსმანიშვილი ამბობს: "მან გადაარჩინა მსოფლიო ნაცისტური გერმანიისგან. მისი ჰიტლერთან შედარება დანაშაულია".