loader

"ლაბორატორია 1918" - გზა სტუდენტური პროტესტიდან მოლაპარაკებებამდე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ლაბორატორია 1918" - გზა სტუდენტური პროტესტიდან მოლაპარაკებებამდე

"ლაბორატორია 1918" - ეს სახელი სტუდენტურ მოძრაობას მისმა წევრებმა ერთობლივად შეურჩიეს. ლაბორატორია - ცვლილებებისა და პროგრესის ადგილზე მიუთითებს, 1918 კი, სიმბოლურად, უნივერსიტეტის დაარსების თარიღს უკავშირდება.

სტუდენტური მოძრაობისთვის ყველაფერი განათლების სისტემაში არსებული პრობლემებით დაიწყო, შემდგომში კი პროტესტმა უფრო მასშტაბური სახე მიიღო.

ციხის სკანდალური კადრების შემდეგ "ლაბორატორია 1918"-მა პატიმრების მხარდასაჭერად ფართომასშტაბიანი გამოსვლები დაიწყო. როგორც სტუდენტური მოძრაობის წევრები იხსენებენ, მათზე ხშირად ხორციელდებოდა ზეწოლა. მათ შორის ყველაზე გახმაურებული ალექსანდრე ცაგარელის დაკავება იყო. ცაგარელის თქმით, მათი მთავარი მიზანი ხელისუფლებამდე საზოგადოების პრობლემების მიტანაა. თუმცა ამჯერად მათ საპროტესტო აქციებს მთავრობასთან მოლაპარაკებები ჩაანაცვლებს.

ამ ეტაპზე სტუდენტური მოძრაობა აქტიურად მუშაობს სოციალურად დაუცველი ოჯახების პრობლემებზე. "ლაბორატორია 1918" სოციალურად დაუცველების მხარდასაჭერად სტუდენტებთან ერთად მსვლელობის მოწყობას გეგმავს.