loader

ირაკლი ღარიბაშვილმა და რიჩარდ ნორლანდმა იმიტირებული სასაზღვრო პუნქტი გახსნეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ირაკლი ღარიბაშვილმა და რიჩარდ ნორლანდმა იმიტირებული სასაზღვრო პუნქტი გახსნეს

შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, აშშ-ის ელჩსა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად, შსს-ს აკადემიაში იმიტირებული სასაზღვრო-გამტარი პუნქტი გახსნა.

ობიექტის მშენებლობა და აღჭურვა აშშ-ის საელჩოს ანტინარკოტიკული და სამართალდაცვითი პროგრამების ბიურომ დააფინანსა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა აშშ-ის საელჩოსა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, შს სამინისტროში ბოლო პერიოდში გატარებული რეფორმების ერთ-ერთ მთავარ მიღწევას, სტრუქტურული ცვლილებების გარდა, წარმოადგენს 2013 წლის მოკლევადიანი განვითარების სტრატეგიის შემუშავება.

იმიტირებული სასაზღვრო-გამტარი პუნქტის გახსნა აშშ-ის საელჩოს ანტინარკოტიკული და სამართალდაცვითი პროგრამების ბიურომ მილიონი აშშ დოლარით დააფინანსა.